ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: რუსეთს დონბასზე მეტი უნდა


დანგრეული დონეცკი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს სამხრეთ უკრაინაში აღმოსავლეთ დონბასზე მეტი ტერიტორია სწადია. "სპეციალური ოპერაციის" დაწყებისას, 5 თვის წინ, მოსკოვმა მალევე მარცხი განიცადა და ვერ დაამხო ზელენსკის მთავრობა კიევში.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ "შემოიფარგლება მხოლოდ დონბასით", იქ სადაც რუსი სეპარატისტები 2014 წლიდან ებრძვიან უკრაინულ ძალებს.

ცოტა ხნით ადრე, მოსკოვმა დონეცკის ოლქში ლუჰანსკის აღება მოახერხა, ახლა კი მეზობელი დონეცკისთვის იბრძვის.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს სამშაბათს განუცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცნობით, რუსეთი "საფუძველს ამზადებს უკრაინის იმ ტერიტორიის ანექსიისთვის, რომელსაც უკრაინის სუვერენიტეტის პირდაპირი დარღვევით აკონტროლებს". კირბიმ თქვა, რომ რუსეთის გეგმებში შედის ხერსონი, ზაპორიჟია და მთლიანად დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები.

XS
SM
MD
LG