ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიმიტრი მედვედევი: უკრაინაში მშვიდობის პირობებს ჩვენ განვსაზღვრავთ


რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში და სამომავლო სამშვიდობო მოლაპრაკებების პირობებსაც თავად წამოაყენებს.

"რუსეთი თავის ყველა მიზანს მიაღწევს. იქნება მშვიდობა- ჩვენი პირობებით",- თქვა მედვედევმა, რომელიც ახლა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

მედვედევი, რომელიც აქამდე თავისი განცხადებებით არ გამოირჩეოდა, საკმაოდ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ის აქტიურად პასუხობს კრიტიკას რუსეთის წინააღმდეგ.

პარალელურად, მოსკოვი, აგრძელებს სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქებზე, ფრონტის მიღმა. 19 ივლისს, დონბასის ქალაქ კრამატორსკის ცენტრზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოელიან, რომ კრამატორსკი, ქალაქი, სადაც ომამდე 150 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის იერიშის მთავარი სამიზნე გახდება.

კიევმა რუსული ძალები დაადანაშაულა ფრონტიდან შორს მდებარე სამიზნეებზე დარტყმების გააქტიურებაში, მოსახლეობის ტერორის მიზნით, რის შედეგადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მოსკოვი საპასუხოდ აცხადებს, რომ ის მიზანში სამხედრო ობიექტებს იღებს.

XS
SM
MD
LG