ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა რუსული გემი დააკავა და უკრაინის ბრალდებებს იძიებს


თურქეთმა, შავ ზღვაში, თავის ტერიტორიაზე მყოფი რუსული გადამზიდი გემი დააკავა და იძიებს უკრაინის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გემზე უკრაინიდან მოპარული მარცვლეულია. ინფორმაციას თურქი მაღალჩინოსანი ავრცელებს.

უკრაინის ელჩმა თურქეთში განაცხადა, რომ გემი სახელად "ჟიბეკ ჟოლი" თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, უკრაინულმა მხარემ თურქეთს ამის გაკეთება უკვე რამდენჯერმე სთხოვა.

ოფიციალური კიევი, ამბობს, რომ რუსებმა უკრაინის იმ ტერიტორიიდან, რომელსაც, ახლა კრემლის სამხედროები აკონტროლებენ, მოსავალი მოიპარეს. რუსეთი უარყოფს უკრაინის მოსავლის მოპარვას.

"მოთხოვნის საფუძველზე, გემი სახელად "ჟიბეკ ჟოლი", დავაკავეთ ყარასუს პორტში. მიმდინარეობს ბრალდების გამოძიება. მოსავალზე არ წერია, თუ ვის ეკუთვნის ის",- ამბობენ თურქეთში.

უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა, უკრაინის ეროვნულ ტელევიზიას უთხრა, რომ გემის ბედი დღეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც გამომძიებლები შეხვედრას გამართავენ. უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ თურქეთი გადაწყვეტს, გემზე არსებული, მოსავლის კონფისკაციას.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ გემზე, უკრაინის ოკუპირებული ბერდიანსკიდან გატანილი, 4500 ტონა მარცვლეულია.

XS
SM
MD
LG