ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„აშკარა ომის დანაშაული“ - ჰიუმან რაითს უოჩი უკრაინაში რუსული ძალების ქმედებებზე


ჰიუმან რაითს უოჩი, უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილ „აშკარა ომის დანაშაულებზე“ საუბრობს.

ორგანიზაცია აცხადაბს, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, მარტამდე, როცა რუსული ძალები კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონების დიდ ნაწილს აკონტროლებდა, მშვიდობიან მოქალაქეებს სიკვდილით სჯიდნენ და აწამებდნენ, ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის მძიმე შეურაცხყოფებს, რაც „აშკარა ომის დანაშაულს“ წარმოადგენს.

ჰიუმან რაითს უოჩმა, კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონების 17 სოფელსა და პატარა ქალაქებში, რუსული ძალების მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიძია და აცხადებს, რომ დაადგინდა 22 აშკარა ჯგუფური სიკვდილით დასჯის ფაქტი, 9 სხვა უკანონო მკვლელობა, 6 შესაძლო იძულებითი გაუჩინარება და წამების 7 შემთხვევა. 21 მშვიდობიანი მოქალაქე, ორგანიზაციასთან არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში, რუსული ძალების მიერ უკანონო პატიმრობას აღწერს.

„ომის დასაწყისში, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე არის უკანონო და ამაზრზენი“ - ამბობს ჰიუმან რაითს უოჩის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია.

„მოქალაქეების მიმართ ეს ძალადობა, აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც სასწრაფოდ და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული და [დამნაშავეები] სათანადოდ გასამართლებული“ - აცხადებს გოგია.

გოგია ამბობს, რომ სამართალი შესაძლოა სწრაფად არ დადგეს, მაგრამ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც რუსული ჯარების მიერ იტანჯებოდნენ, სამართალი მალე იხილონ.

XS
SM
MD
LG