ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: უკრაინა აზოვსტალიდან მებრძოლების სრულ ევაკუაციაზე მუშაობს


Service members of Ukrainian forces who left the besieged Azovstal steel plant are seen inside a bus in Mariupol

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ აგრძელებს ძალისხმევას, აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან, მებრძოლების სრული ევაკუაციისთვის. მთავრობის ამ განცხადებამდე, ქარხნიდან 260-ზე მებრძოლის ევაკუაცია განახორციელა.

ევაკუაციის შემდეგი ეტაპების შესახებ მუშაობაზე, „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ირინა ვერეშჩუკი საუბრობს. „ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება“ - წერს ვერეშჩუკი. თუმცა შემდგომი ოპერაციების დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ 264 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის „სერიოზულად დაშავებული“ 53 ჯარისკაცი, 16 მაისს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ 256 უკრაინელი მებრძოლმა „იარაღი დაყარა და დანებდნენ.“ მათ შორის მძიმედ დაშავებულები.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მაილიარი აცხადებს, რომ 53 დაჭრილი მებრძოლი ნოვოაზოვსკის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 211 ევაკუირებული ჯარისკაცი კი, ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს. ორივე ტერიტორია, კრემლის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლდება.

16 მაისის გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ევაკუაციაზე ერთობლივად იმუშავა დაზვერვის მომლაპარაკებლებმა, წითელმა ჯვარმა და გაერომ. „უკრაინას საკუთარი გმირები ცოცხალი სჭირდება“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

17 მაისს, კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ „დანებებულ“ უკრაინელ მებრძოლებს, მოსკოვი „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“ მოექცევა. დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამის პირობა ვლადიმირ პუტინმა დადო.

XS
SM
MD
LG