ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი კოვიდრეგულაციებს ხსნის


კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ე.წ პასპორტებთან დაკავსირებული მოთხოვნა საფრანგეთში 14 მარტს გაუქმდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ჯანდაცვის პროტოკოლებს ნელ-ნელა შეამსუბუქებს, რადგან ქვეყანაში ვირუსიც უკან იხევს.

"ჯანდაცვასთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება", - თქვა მან სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას ხუთშაბათს. 14 მარტიდანვე დახურულ სივრცეებში საჭირო აღარ იქნება პირბადეების ტარებაც. გამონაკლისად დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება კვლავ სავალდებულო იქნება ასაკოვან ადამიანებზე ზრუნვის დაწესებულებებში შესასვლელად.

XS
SM
MD
LG