ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინას არ აურჩევია ომის გზა, უკრაინის შეთავაზება მშვიდობის გზაზე დაბრუნებაა“ - ზელენსკი


ვოლოდომირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა დაუბრუნდეს მშვიდობის გზას.

„ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინას არ აურჩევია ომის გზა, უკრაინის შეთავაზება მშვიდობის გზაზე დაბრუნებაა“ - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის შეჭრის ფონზე, ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ახლა ქვეყნის სამხრეთშია.

„ხარკოვის მიმართულება ძალიან რთულია, ქალაქის დამცველი ძალები თავის საქმეს აკეთებენ და ისინი ჩვენი ბიჭები არიან. ყველაზე რთული ვითარება სამხრეთშია, ჩვენი ძალები აწარმოებენ სასტიკ ბრძოლას ხერსონის გარეთ. მტერი ზეწოლას ახდენს ჩვენზე ოკუპირებული ყირიმიდან და მარიუპოლის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობს“ - აცხადებს ზელენსკი.

XS
SM
MD
LG