ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ბაიდენმა უკრაინის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან განიხილა


პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს და მათთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები,- ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მან განიხილა როგორ ვაზღვევინებთ რუსეთს ამ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე".

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ამის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს მსოფლიოს ლიდერებმა. მათ დაგმებს პუტინის ქმედებები და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ერთ-ერთი პირველი მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.

გამთენიისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 24 თებერვალს, დილით, შეხვედრას გამართავს დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კი, ამერიკელ ხალხს გააცნობს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვის საპასუხოდ გადადგამს.

XS
SM
MD
LG