ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ყინავს


შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის შეერთებული შტატების ანგარიშებზე არსებული აქტივები გაყინა და თალიბანს მილიარდობით დოლარზე წვდომა შეუზღუდა.

17 აგვისტოს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა: “ავღანეთის მთავრობის ცენტრალური ბანკის ნებისმიერი აქტივი, რომელიც შეერთებულ შტატებშია თალიბანისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება”.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ამ უქმეებზე მიიღო, როდესაც თალიბანმა ელვისებური შეტევის შედეგად ქალაქების მთელი წყება დაიპყრო, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო და დედაქალაქი ქაბული აიღო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, აპრილის ბოლოსთვის ავღანეთის ბანკის რეზერვების მთლიანი მოცულობა 9.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რეზერვების უმეტესი წილი ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ინახება. აქტივებში შედის ვალუტა (დოლარი), ოქრო და შეერთებული შტატების სახაზინო ფასიანი ქაღალდები.

თალიბანი შეერთებული შტატების სანქციების სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქვეყნის გარეთ არსებულ აქტივებზე წვდომა გაურთულდებათ თუ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ახალ მთავრობას არ აღიარებენ.

აქტივების გაყინვასთან ერთად, ვაშინგტონს შეუძლია დაბლოკოს დახმარება ისეთი საერთაშორისო კრედიტორებისგან, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG