ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი იტალიელ დიპლომატს აძევებს


რუსეთმა იტალიელი დიპლომატი გააძევა. კრემლის განცხადებით, ეს რომის „გაუმართლებელ“ ნაბიჯზე პასუხია, როცა მარტში იტალიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

„იტალიის ელჩი მოსკოვში პასკალე ტერაჩანო გამოძახებულ იქნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას გადაეცა სამინისტროს ნოტა, რომ მოსკოვში საელჩოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწე და საზღვაო ატაშე, კ. პაჩიფიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათ იტალიელ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცეს.

გასულ თვეში, იტალიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც პოლიციამ განაცხადა, რომ მათ იტალიის საზღვაო ძალების კაპიტანი დააკავეს, რუსეთისთვის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ანაზღაურების სანაცვლოდ გადაცემის ფაქტზე.

იტალიის საგარეო სამინისტრომ, რუსეთის ნაბიჯს. „უსაფუძვლო და არასამართლიანი“ უწოდა.

„ჩვენ მივიჩნევთ გადაწვეტილებას უსაფუძვლოს და არასამართლიანს რადგან ეს არის პასუხი იმ ლეგიტიმურ ქმედებებზე, რაც იტალიელმა. სამართალდამცავებმა მიიღეს მათი უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის პასუხად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG