ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიკერი: შეშფოთებული ვართ რუსეთის ქმედებებით და უკრაინაში სიტუაციის ესკალაციით


ფილიპ რიკერმა, ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, უკრაინაში მიმდინარე სიტუაციაზე განცხადება გააკეთა. რიკერის თქმით, ნათელია, რომ უკარინაში სამხედრო მდგომარეობის გამწვავება რუსეთის ბრალია.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ რუსეთის ქმედებებით და უკრაინაში სიტუაციის ესკალაციით. არსებობს ძალიან სანდო და ნათელი ანგარიშები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები ყირიმის ტერიტორიაზე და უკრაინის საზღვართან გადაადგილებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ ქმედებას, რუსული პროვოკაციების ფონზე.

რუსეთს დეზინფორმაციის აშკარა კამპანია ჰქონდა წამოწყებული, რათა უკრაინისთვის დაებრალებინა ის, რაც თავად კრემლის ქმედება იყო“, - განაცხადა რიკერმა.

რიკერმა თქვა, რომ ამერიკა ახლოდან აკვირდება სიტუაციას და კოორდინაცია აქვს უკრაინის მთავრობასთან, მოკავშირეებთან და მოხმრეებთან.

დონბასში, რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს, ჰიბრიდულ ძალებსა და უკრაინის მხარეს შორის დაპირისპირება მწვავდება და იზრდება შეშფოთება, რომ შეტაკებები შესაძლოა ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გასული კვირის ხუთშაბათს, ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG