ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 წლის შემდეგ ჩინეთში ჯანმოს სპეციალისტები ვირუსის წარმოშობას ადგლზე იკვლევენ


არაერთი მწვავე პოლიტიკური განცხადების, მოთხოვნისა და მოლაპარაკების შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთმა პროვინცია ჰუბეიში შეუშვა. სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან შეეცდებიან ადგილზე გამოიკვლიონ თუ როგორ წარმოიშვა კოვიდ-19 და ვინ იყო პირველი ინფიცირების წყარო.

2 კვირიანი კარანტინის შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის პირველი სამუშაო დღე კვირას იყო. სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ პროვინცია ჰუბეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში. მათ ასევე დაათვალიერეს საავადმყოფოს შენობა, სადაც ადრეულ ეტაპზე იყო გამოვლენილი კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები.

სპეციალისტების ჯგუფის მუშაობის არეალი და გადაადგილების მარშრუტი ჟურნალისტებისთვის მკაცრად არის გასაიდუმლებული და ისინი მედიასაშუალებებთან კონტაქტზე არ გამოდიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამას იმით ხსნიან, რომ მათ სპეციალისტებს რთული და გადატვირთული დღის წესრიგი აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სპეციალისტებს რთული ამოცანა აქვთ. მათ 1 წლის შემდეგ უნდა აღადგინონ სურათი და მიაკვლიონ წყაროს თუ სად და რა ვითარებაში მოხდა პირველი ადამიანის ინფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტები ინფორმაციის მოპოვებას და დადასტურებას შეძლებენ, ეს კოვიდ-19-თან ბრძოლაში მსოფლიოს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

თუმცა ჯგუფის წევრების საქმიანობას სპეციალისტთა ნაწილი სკეპტიციზმით უყურებს. იაჟონგ ჰუანგი, რომელიც ვაშინგტონის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელია, ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს ჩინეთში მუშაობისთვის საკმარისი დრო არ აქვთ და 2 კვირაში ისინი შედეგს ვერ დადებენ.

"არ ვფიქრობ, რომ მათ აქვთ საკმარისი დრო, რომ რაიმე დამაჯერებელი შედეგი მიიღონ. ეს უფრო ინფორმაციის გაცვლას ჰგავს,"- ამობს ჰუანგი.

ველური ცხოველების ბაზარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00

მაშინ როცა მეცნიერთა ჯგუფის ჩინეთში ჩასვლის საკითხი განიხილებოდა, ჩინეთის მთავრობა აქტიურად ტირაჟირებდა ინფორმაციას, რომ ჩინეთში ვირუსის გავრცელება გაყინული საჭმლიდან მოხდა და ის იმპორტირებული საქონელი იყო. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ბოლოს ამის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეცნიერთა ჯგუფის წევრები 2 კვირიან კარანტინში იმყოფებოდნენ.

არ არის გამორიცხული ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდონ, რადგან ქვეყანა გამუდმებით 1 წლის განმავლობაში უარს აცხადებდა, ვუჰნში ჰუბეის პროვინციაში დამოუკიდებელი მეცნიერების ჩასვლის. ჩინეთმა დახმარებაზე უარი უთხრა ამერიკელ მეცნიერებსაც.

კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი კერა სწორედ ქალაქი ვუჰანი და ზღვის პროდუქტების ბაზრობა იყო. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ლაბორატორიაც.

მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 103 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 მილიონს აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG