ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დათვლილია ხმების 94.26% - არჩევნების შედეგები პროპორციული სისტემით


ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ უკვე დაითვალეს 3 626 საარჩევნო უბნის შედეგები (94.26%). 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სულ 3 847 საარჩევნო უბანი იყო.

საქართველოს პარლამენტის წლევანდელ არჩევნებში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. პროპორციული სისტემით ამ პარტიების და ბლოკების შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48.12%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - 26.94%
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.79%
  • „ლელო“ - 3.19%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15 %
  • „გირჩი“ - 2.95%
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1.34%
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1%

დანარჩენმა სუბიექტებმა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აიღეს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" - ISFED-ის პარალელური დათვლის თანახმად, ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - ხმების 45.8%;
„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.4%;
„გირჩი“ – 2.8%; „ევროპული საქართველო“ – 3.7%; „ლელო“ – 3.1%; ლეიბორისტული პარტია“ – 1.0%;
ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1,3%;
გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.0%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG