ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი გერმანიის "აბსოლუტურად მიუღებელი ტონით" უკმაყოფილოა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსკოვის მიმართ შემუშავებული ოფიციალური მოთხოვნების გამო გერმანიას აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

"ჩვენ უამრავი შეკითხვა გვაქვს ჩვენს გერმანელ კოლეგებთან, მათ სრულიად შეუფერებელ ოფიციალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამ კითხვებს ბერლინს დავუსვამთ" - აცხადებს სერგეი ლავროვი.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი უკმაყოფილოა "აბსოლუტურად მიუღებელი ტონის" გამო, რომელიც გერმანიას აქვს.

დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, რუსეთი გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს. კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამისთვის ანალიზია საჭირო, რომელიც ნავალნის მოწამვლაზე მიუთითებს.

ალექსეი ნავალნი მკურნალობის კურსს გერმანიაში უტარებენ, მას შემდეგ, რაც ახლობლების მოთხოვნით, ის ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში გადაიყვნეს. გერმანელი მედიკოსები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ოპოზიციის ლიდერი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. კრემლი კი აცხადებს, რომ ნავალნის მოწამვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG