ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო "უარესის" მოლოდინში - ჯანმო ჩინეთში საგამოძიებო ჯგუფს გზავნის


მას შემდეგ, რაც კოვიდ19-ის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პირველი შეტყობინება დაფიქსირდა, 6 თვე გავიდა. დღეს ორგანიზაციაში ზუსტად იციან რა ვირუსთან აქვთ საქმე და რა შედეგების გამოიწვია ახალმა კორონავირუსმა. 6 თვის წინ მათ ამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნდათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიის პირობებში თვეებია ცხოვრობს და ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯერ "უარესი წინ არის."

განცხადება ამის შესახებ ჟენევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს სოციალური დისტანცირებით ცხოვრება და სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წინ პანდემიის მეორე ტალღაა, რომელიც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე პირველი ტალღა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს უკვე გაააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტია.

მომდევნო კვირიდან ჩინეთში ჩასვლას და მუშაობის დაწყებას გეგმავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც გამოძიებას ჩაატარებენ იმის შესახებ, თუ სად დაფიქსირდა ვირუსის გავრცელება პირველად და როგორ მოხდა პანდემიის დაწყება.

სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ პირველწყარო, რათა მათი მუშაობა გამარტივდეს. "ჩვენ უკეთ შევძლებთ ვებრძოლოთ ვირუსს თუ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი, მათ შორის, მთავარია გავარკვიოთ როგორ და სად დაიწყო ის," - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მსოფლიომ ამ დროისთვის იცის მხოლოდ ის, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში გაჩნდა პირველად და იქიდან გავრცელდა. თუმცა კონკრეტუად სად მოხდა ეს და როგორ, არავინ იცის.

საუბარია ორ ძირითად წყაროზე - ერთი ლაბორატორია არი, რომელიც ამავე პროვინციაში მდებარეობს და მეორე ე.წ. სველი ბაზარი, სადაც სხვადასხვა ველური ცხოველის ხორცით ვაჭრობენ.

ველური ცხოველების ბაზარები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00

იმის დადასუტრებით თქმა, თუ სად და რომელი ცხოველისა და ადამიანის კონტაქტის შემდეგ გადახტა ვირუსი ადამიანზე, ამ ეტაპზე უცნობია.

ჩინეთთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი ჯგუფი იქნება, რომელიც დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს ჩინეთის ტერიტორიაზე.

6 თვის თავზე კი მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის მუტაციებს შორის ერთ-ერთი დი-614-ჯი შეიძლება განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდებოდეს და შესაბამისად, მეტ რისკს შეიცავდეს. გაძლიერებულ ვირუსთან საბრძოლველად ჯერ არ არსებობს არც კონკრეტული წამალი და ვაქცინა.

ამასთან ბრიტანული "ბი-ბი-სი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთში ახალი ღორის გრიპი დააფიქსირეს - შტამით G4 EA H1N1. გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვირუსს აქვს პოტენციალი იმის, რომ ახალი პანდემია გამოიწვიოს.

როგორც "ბიბისის" მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია საუბარი ვირუსი მარტივად გადადის ცხოველიდან ადამიანზე და მისი შემადგენლობის გათვალისწინებით, მარტივად შეიძლება ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს. თუმცა გამოცემა ამბობს, რომ ამ დროისთვის ვითარება საგანგაშო არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG