ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამბობს, რომ კორონავირუსის წარმოშობაზე გამოძიების დაწყება ნაადრევია


მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება მხარდაჭერა იმაზე, რომ დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. თუმცა, ჩინეთი ამბობს, რომ ამის გაკეთება ნაადრევია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჟაო ლიანის, თქმით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა კვლავ ებრძვის პანდემიას.

ევროკავშირის მიერ შექმნილი რეზოლუცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს დასტურს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეისგან. სწორედ ასამბლეა მართავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

რეზოლუციის მიხედვით, გამოძიება ჩატარდება ორი მიმართულებით: როგორ დაიწყო პანდემია და როგორი იყო პასუხი მასზე.

ავსტრალია, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა გამოძიების დაწყებისა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გამოძიება უნდა იყოს "არაპარტიული, მიუკერძოებელი და ყოვლისმომცველი".

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ამ ვირუსმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 315,000-ზე მეტი ადამიანი მოკლა და მინიმუმ, 4,7 მილიონი ადამიანი დააინფიცირა.

მთავრობებმა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სახლში დარჩენის ბრძანება გამოსცეს. ქვეყნების უმეტესობაში ის მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ნაწილი კვლავ ამ ბრძანებას ემორჩილება და კანარტინშია, ევროპის ქვეყნების ნაწილი კი ნელ-ნელა იწყებს აკრძალვების შემსუბუქებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG