ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას სურს რუსეთთან ბირთვულ შეთანხმებაში ჩინეთიც ჩართოს


შეერთებულ შტატებს სურს, რომ რუსეთთან ბირთვული იარაღის შეზღუდვის შეთანხმება გააფართოვოს, რათა მან ჩინეთის მოიცვას.

ამერიკის წარმომადგენელი შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალი ბილინგზლი ამბობს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ზეწოლას ჩინეთზე, რათა ეს უკანასკნელი შეუერთდეს, 2010 წლის ახალი სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების (ახალი START) ხელახალ მოლაპარაკებებს, რომელსაც ვადა თებერვალში გადის.

"ახალი სტარტი" თითოეულ მხარეს ზღუდავს იმით, რომ განლაგებული ბირთვული ქობინების რაოდენობა 1550-ს არ გადასცდეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ტექნიკურ სამუშაო ჯგუფებს და ივლისის დასასრულში ან აგვისტოს დასაწყისში შეხვედრებს გამართავენ.

ვაშინგტონს უნდა, რომ პეკინი შეთანხმების ნაწილი იყოს და ამის მიზეზად ამ უკანასკნელის დაფარულ ქმედებას ასახელებს, რომ მისი ბირთვული არსენალის დაფარვის არეალი და რაოდენობა გაზარდოს. თუმცა, მოსკოვს ორმხრივი შეთანხმება ურჩევნია, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად.

„ჩვენ შეერთებულ შტატებს გვუსურს და გვჯერა... რომ მომავალმა ბირთვული არსენალის შეთანხმებამ ყველა ტიპის ბირთვული იარაღი უნდა მოიცვას და არა მხოლოდ ე.წ. სტრატეგიული ბირთვული იარაღი“, - აცხადებს მარშალ ბილინგზლი​, რომელმაც შეხვედრის დასასრულს პრესკონფერენცია გამართა.

გასულ წელს ვაშინგტონმა 1987 წლის საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეთანხმება (INF) დატოვა. ამის მიზეზად, შეერთებული შტატები მოსკოვის მიერ, ქვეყნის ტერიტორიაზე შორი მოქმედების რაკეტების „ბევრი ბატალიონის” განთავსებას ასახელებს, რაც პაქტის დარღვევას წარმოადგენს. ვაშინგტონი ამბობდა, რომ მათგან რამდენიმეს „ევროპაში კრიტიკულ სამიზნეებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა" ჰქონდა.

რუსეთი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ რაკეტის რადიუსი მას შეთანხმების მიღმა აქცევს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ უფრო მრავლისმომცველი შეთანხმების შემთხვევაში მსგავსი უთანხმოებების თავიდან არიდება მოხდება.

ჩინეთი, რომლის ბირთვული არსენალიც შეერთებული შტატების და რუსეთის შეიარაღებას ბევრად ჩამორჩება, უარს აცხადებს ვაშინგტონის მოწოდებაზე, შეუერთდეს შეთანხმებას.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენელი დელეგაციები ერთმანეთს ორშაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდნენ, ბირთვული არსენალის საკითხზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი წელია შეჩერებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG