ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა კიმ ჩენ უნს დაბადების დღე მიულოცა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს დაბადების დღე მიულოცა რომელსაც, როგორც მიაჩნიათ, ოთხშაბათს 36 წელი შეუსრულდა. შეჩერებული ბირთვული მოლაპარაკებების პირობებში, ეს ორ ლიდერს შორის კონტაქტის შესახებ, ბოლო დროს გავრცელებული პირველი ინფორმაციაა.

სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რომელიც გასულ კვირაში ტრამპს ვაშინგტონში ცოტა ხნით შეხვდა, თქვა, რომ ტრამპმა მას კიმისთვის დაბადების დღის მისალოცი შეტყობინების გადაცემა სთხოვა.

მრჩეველი სამშობლოში დაბრუნებისას, სეულის აეროპორტში ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ სჯერა - შეტყობინება ადრესატს„შესაბამისი არხებით“ მიეწოდა.

XS
SM
MD
LG