დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები უმაღლესი დონის შეხვედრაზე იკრიბებიან. ეს შეხვედრა 28 წევრიანი გაერთიანების სიურპრიზებით სავსე წლის შემდეგ ხდება, როცა ამ ორგანიზაციის სიმტკიცის და მომავლის შესახებ კითხვები გაჩნდა და არ გამქრალა. ერთდღიანი შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა, უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელება, ევროპის მიგრანტთა კრიზისი და ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება.
რუსეთის სანქციების თაობაზე სიურპრიზებს არ ელიან, რადგან საფრანგეთმა და გერმანიამ გასულ კვირაში განაცხადეს, რომ სანქციებს მხარს დაუჭერენ.
ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი, შეხვედრას სხვებზე ადრე დატოვებს. დანარჩენი წევრები კი სადილზე შეიკრიბებიან და „ბრექსითის“ თაობაზე არაფორმალურ დისკუსიას გამართავენ.