ალეპოში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მშვიდობიანი მოქალაქეების და ამბოხებულთა ევაკუაციის გეგმა გადაიდო.
სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის თქმით, ოთხშაბათს მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმები განხორციელდა. სირიის ოპოზიცია ალეპოს მხოლოდ 2 პროცენტს აკონტროლებს
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ბრალი ამბოხებულებს დასდო. თუმცა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თავდასხმა პირველი სამთავრობო ძალებმა განახორციელეს.
უახლოეს მომავალში ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან ალეპოში მიმდინარე სიტუაციის განსახილველად.