ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ხანძრის მართვაში მცირე პროგრესია


კალიფორნიელი მეხანძრეები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ ტყეში გაჩენილი ხანძრის მართვას, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ უბნებსაც მოედო. სამშაბათს ამერიკის დასავლეთ შტატში 12 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი იწვოდა. განადგურებულია ბიზნესები და საცხოვრებელი სახლები, რომელთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

სან-ბერნარდინოს პოლიციის შეფი მარკ ჰარტვიგი ამბობს, რომ მსგავსი სისწრაფის და ინტენსიურობის ხანძარი არასოდეს უნახავს. ცეცხლს 1 500-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დრომდე, ხანძრის მხოლოდ 4 პროცენტის შეზღუდვა მოხერხდა. კალიფორნიაში გვალვის მე-5 წელი დაიწყო, რაც შტატში გაჩენილი ხანძრების მართვას უკიდურესად ართულებს.

XS
SM
MD
LG