ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრები კალიფორნიაში


ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ხანძარმა 400-ზე მეტი სახლი გაანადგურა. კალიფორნიის გუბერნატორმა 2 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კალიფორნიაში ტყის ხანძრების გამო ათეულ ათასობით ჰექტარი იწვის. 1 500-ზე მეტ მეხანძრეს 10-ზე მეტ ხანძრის კერასთან უწევს გამკლავება, მათ შორის შტატის დედაქალაქ საკრამენტოს დასავლეთით გაჩენილ ხანძართან, რომელიც კვირის შემდეგ 20 ათას ჰექტარს მოედო. საკრამენტოს აღმოსავლეთით კი ოთხშაბათიდან მოყოლებული 26 ათასი ჰექტარი დაიწვა.

შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა კვირას ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც სამაშველო სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების ჩართვას გულისხმობს. კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ხანძარმა 400-ზე მეტი სახლი გაანადგურა. ოფიციალური წყაროებით, მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო მსხვერპლის, ერთი დაღუპულის შესახებ.

XS
SM
MD
LG