ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ხსოვნის დღეს აღნიშნავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს რამდენიმე ღონისძიებას ესწრება, რომლებიც საგანგებოდ ხსოვნის დღის აღსანიშნავად იმართება. ამერიკა მაისის ბოლო ორშაბათს შეიარაღებული ძალებში დაღუპულ ჯარისკაცებს და ოფიცრებს იგონებს.

დილით პრეზიდენტმა სამხედრო ოჯახების და ვეტერანთა ჯგუფებისთვის თეთრ სახლში გამართულ საუზმეს უმასპინძლა. დღეს მან ასევე მოინახულა არლინგტონის ეროვნული სასაფლაო და გვირგვინით უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეამკო. ხსოვნის დღის ტრადიციას საფუძველი 1868 წელს ჩაეყარა, სამოქალაქო ომის დასრულების სამი წლის თავზე, რომელშიც 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG