ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ხსოვნის დღეს აღნიშნავენ


დღეს ამერიკაში ხსოვნის დღეა. ამ დღეს შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ, ვინც სამხედრო სამსახურში დაიღუპა.

ორშაბათს, ამერიკის დიდ და პატარა ქალაქებში აღლუმები და სხვა ღონისძიებები იმართება. ვაშინგტონთან ახლოს, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, პრეზიდენტმა ობამამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

დღესასწაულის წინ, კვირას, ობამა ავღანეთში მყოფ სამხედროებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო წარმატებები იქ „დიდი საფასურის გადახდით“ იქნა მიღწეული.

„ავღანეთის სამხედრო ბაზებზე და ამერიკის ქალაქებში ჩვენ შევჩერდებით და პატივს მივაგებთ მათ, ვინც ჩვენს თავისუფლებას სიცოცხლე შესწირა. აქ შედის ის თითქმის 2,200 ამერიკელი პატრიოტი, რომელმაც აქ, ავღანეთში უმაღლესი მსხვერპლი გაიღო და თავდადება გამოიჩინა. ვიცი, რომ თქვენ მათ საფლავებზე აღმართული ჯვრების წინ იდექით. ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი ბრძოლაში დაცემული ამხანაგების ხსოვნას დღეს გულით ატარებს.“
XS
SM
MD
LG