უკვე რამდენიმე თვეა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე მომუშავე ჰაკერებს იერიშები დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოზე” მიაქვთ. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობი რჩება, თუ რამდენად წარმატებულია კიბერ-ომი, რომელიც ხალიფატის წინააღმდეგ დაიწყო.
სამხედრო და დაზვერვის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ვირტუალურ სივრცეში გაცილებით ძლიერი და იოლად ადაპტირებადია, ვიდრე რეალურ საბრძოლო ველზე. გაწეული რამდენიმეთვიანი ძალისხმევის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი ამბობს, რომ ისინი “მუშაობის პროცესში არიან” და ამ ეტაპზე საკუთარი “გამოცდილებიდან სწავლობენ”.
ამავე თემაზე
პოპულარული
1