ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი სირიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს


სირიაში მორიგი სამშვიდობო შეთანხმების გაჭიანურება ამბოხებულთა მხრიდან ალეპოს საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის ბრალია - განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მაგრამ, როცა წინა კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საავადმყოფოს დაბომბვას გმობდა, რუსეთი იერიშის ფაქტს საერთოდ უარყოფდა, იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლის შესახებ გაერო, დასავლეთის ქვეყნები და ექიმთა, თუ უფლებადამცველთა საერთაშორისო ჯგუფები იტყობინებოდნენ.

მოსკოვი კატეგორიულად უარს ამბობს აიღოს პასუხისმგებლობა სირიაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია სირიის მთავრობის და არმიის აპლოდირებას აგრძელებს და სამოქალაქო პირების დახოცვაში მხოლოდ ამბოხებულებს ადანაშაულებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლს რუსეთის გლობალური სტატუსი უფრო აწუხებს, ვიდრე სირიის მომავალი.

XS
SM
MD
LG