ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დე მისტურა ლავროვს შეხვდა


გაეროს საგანგებო ელჩი სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურა აცხადებს, რომ სურს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ აამოქმედოს. ეს განცხადება დე მისტურამ მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შედმდეგ გააკეთა.

სამთავრობო ძალებს და მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში თებერვალში შევიდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ძალადობა, თუმცა ორი თვის შემდეგ მხარეები ამ შეთანხმებას არღვევენ. ალეპოში სამთავრობო ძალების მიერ მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად გასულ კვირას ასობით ადამიანი დაიღუპა.

მისტურასთან შეხვედრის წინ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაძლიერებაზე მუშაობენ.

XS
SM
MD
LG