ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო იერიში ალეპოზე


სირიის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დღეს საჰაერო იერიში იქნა მიტანილი სირიის ქალაქ ალეპოზე, იერიშის სამიზნე ერთ-ერთი კლინიკა იყო. გუშინ იმავე ქალაქში აფეთქების შედეგად განადგურდა ჰოსპიტალი.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ასევე დაბომბეს ალეპოს ბან ალ-ფარაჯის უბნის მეჩეთი, დაღუპულია 15 და დაშავებულია 30 ადამიანი.

ამ კვირას ალეპოში მომხდარი თავდასხმების შედეგად ჯამში სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა.

ალეპო სირიის ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის სხვადასხვა ნაწილებს სამთავრობო დანაყოფები და დაჯგუფებები აკონტროლებენ, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ყაიდა“.

XS
SM
MD
LG