ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მიგრაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა


ახალი პროგრამის მიხედვით, სირიელ დევნილთა პირველი ნაკადი თურქეთიდან ევროპაში ჩავიდა. თავშესაფრის მაძიებელთა 16 კაციანი ჯგუფი ორშაბათს დილით გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მიიღეს. იქ დღესვე ჩადის დევნილთა მეორე, ასევე 16 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი.

პარალელურად საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან თურქეთში მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო. ოფიციალური ცნობით, პირველი ნაკადი ძირითადად სამხრეთ აზიის ქვეყნების 131 მოქალაქისგან შედგებოდა. ისინი რეგისტრაციის ცენტრამდე თითო-თითოდ მიაცილეს.

ევროპაში მასიური მიგრაციის შეჩერების გეგმით გათვალისწინებული პროგრამის ამოქმედება დღეს დაიწყო, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში უკანონოდ ჩასულ მიგრანტებს თურქეთში დააბრუნებენ. შემდეგ კი მათ ნაწილს, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ევროპაში გაამგზავრებენ. აღნიშნული გეგმა უფლებადამცველების აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს.

XS
SM
MD
LG