ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგაში კარადიჩი გენოციდში დამნაშავედ სცნეს


ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში ბოსნიის მაშინდელი ლიდერი, წარმოშობით სერბი რადოვან კარადიჩი გენოციდში დამნაშავედ სცნო. საუბარია 1995 წელს სრებრენიცაში ჩადენილ უკანონო ქმედებებზე, რომელთა შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 ფაქტი ომის დანაშაულად აღიარა.

რადოვან კარადიჩს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გენოციდის ჩათვლით, 70 წლის ყოფილი ლიდერი გაერომ დამნაშავედ 11-დან 10 მუხლით სცნო.

XS
SM
MD
LG