ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ისლამური სახელმწიფოს ქმედებას გენოციდად აფასებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში და ერაყში განხორციელებული ქმედება გენოციდს წარმოადგენს. ჯონ კერის თქმით, დაეშის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გენოციდი რამდენიმე ჯგუფის, მათ შორის იეზიდების, ქრისტიანების და შიიტი მუსლიმების მიმართ განხორციელდა. დაეში დაჯგუფების არაბული სახელწოდებაა.

შეერთებული შტატების კონგრესმა პრეზიდენტ ობამას 17 მარტისთვის დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ქმედებებთან დაკავშირებით საბოლოო ვადა დაუწესა. კონგრესი ობამას ადმინისტრაციისგან რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ სირიაში და ერაყში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

გენოციდის თაობაზე განცხადება ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს დაჯგუფების ნებისმიერი წევრის სასამართლო წესით ამერიკაში დევნა შეეძლება. თუმცა, ის აშშ-ის მთავრობას სირიაში და ერაყში რაიმე დამატებითი ღონისძიების გატარებით არ ავალდებულებს.

XS
SM
MD
LG