ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-შიშანი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა


შეერთებული შტატების ოფიციალური წყაროების განცხადებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთერთი ლიდერი ომარ ალ-შიშანი გასულ კვირას სირიაში ამერიკული ავიაიერიშის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

პენტაგონის წარმომადგენლებმა, თავდაპირველად თარხან ბათირაშვილის დაღუპვა, "ისლამური სახელმწიფოს" 12 სხვა წევრთან ერთად, ივარაუდეს, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ მოხერხდა. ბოლოს, მათივე განცხადებით, ალ-შიშანი ავიაიერიშს გადაურჩა, მაგრამ ორშაბათს გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ალ-შიშანი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის ფედერალური სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

XS
SM
MD
LG