კვირას თურქეთის დედაქალაქში მომხდარ მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაციამ, რომელიც კავშირშია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან. თვითმკვლელი ტერორისტი ქალის მიერ ანკარაში მოწყობილ აფეთქებაში 37 ადამიანი დაიღუპა.
ორგანიზაცია თავს ქურთისტანის თავისუფლების შევარდნებს უწოდებს. მათ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება პასუხი იყო თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებულ უსაფრთხოების ოპერაციებზე. იმავე ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა ანკარაში გასულ თვეში მომხდარ აფეთქებაზე, რომელშიც 29 ადამიანი დაიღუპა. მაშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განცხადებას ყალბი უწოდა და თქვა, რომ ორგანიზაცია ამით სირიის ქურთი მებრძოლებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს. დაჯგუფება ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები მომავალი იერიშებითაც იმუქრება.