ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისია დახურა


სტამბოლში მდებარე გერმანიის საკონსულოს ცნობით, ქვეყნის დიპლომატიური მისია და ასევე გერმანული სკოლა უსაფრთხოების მოსაზრებით დროებით დაიხურა. დღეს მუშაობა არც ანკარაში მდებარე გერმანიის საელჩოს განუახლებია.

საკონსულო გერმანიის მოქალაქეებს ურჩევს, რომ მათ თავი მაქსიმალურად აარიდონ თურქეთში დიპლომატიური უწყებების შენობებს. გადაწყვეტილება ტერორისტული თავდასხმის მუქარას უკავშირდება, რომლის ბოლომდე გადამოწმება საკონსულოს განცხადებით, ვერ ხერხდება. ანკარაში განხორციელებული ბოლოს აფეთქებიდან ჯერ ერთი კვირაც არ გასულა. მასში 37 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG