ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

37 ადამიანი დაიღუპა ანკარაში


თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ 18 საჰაერო შეტევა განახორციელა.

ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო იერიშს წინ უძღოდა გუშინ ანკარაში მანქანის აფეთქება, რომლის შედეგადაც სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით აფეთქების შედეგად 125 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავების ცნობით აფეთქება 1992 წელს დაბადებულმა ქურთმა ქალმა მოაწყო, რომლის ვინაობაც პოლიციას არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადეს, რომ თურქეთის ქალაქ ყარსში ცხოვრობდა და ქურთების მუშათა პარტიას 2013 წელს შეუერთდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

ტერაქტს მალევე გამოეხმაურა შეერთებული შტატები, რომელმაც თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში მისი მოკავშირეა.

ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ თურქეთმა საჰაერო კამპანია გასული წლის ივლისში დაიწყო.

XS
SM
MD
LG