ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკედონიის პრეზიდენტი ეროვნულ კრიზისზე საუბრობს


=
=

მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით ევროპის კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო მაკედონიას დიდი საფასურის გადახდა უწევს - აცხადებს მაკედონიის პრეზიდენტი. ამ ეტაპზე კრიზისთან გამკლავება მაკედონიას 28 მილიონი დოლარი დაუჯდა.

დღეს გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გიორგე ივანოვი ამბობს, რომ მაკედონიაში ამასთან დაკავშირებით ნაციონალური კრიზისი გამოცხადდა. თუმცა, ევროკავშირისგან მათ „ერთი ცენტიც კი“ არ მიუღიათ. უშიშროებამ მიგრანტებს 9 ათასამდე ყალბი და მოპარული პასპორტი უპოვა, გერმანია კი უარს ამბობს ბიომეტრიული ტექნოლოგიების, ან ისლამისტი მებრძოლების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაზე.

XS
SM
MD
LG