ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალკანეთის მარშრუტი დახურული რჩება


ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯოანა მიკლ-ლიტნერი აცხადებს, რომ მიგრანტებისთვის ბაკლანეთის მარშრუტი კვლავ დახურული დარჩება. მისი აზრით, საზღვრები “მუდმივად” ჩაკეტილი უნდა იყოს. კვირის განმავლობაში ბალკანეთის ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადისთვის საზღვრები გადაკეტეს.

პარალელურად, თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე საბერძნეთისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის დროს დაღუპული 5 მიგრანტის გვამი იპოვეს. მათ შორის ერთ-ერთი სამი თვის ბავშვია. 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ორს ჯერ კიდევ ეძებენ. გემზე ძირითადად ავღანელი და ირანელი მოქალაქეები იყვნენ.

XS
SM
MD
LG