ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალკანეთმა ლტოლვილების გადაადგილება შეზღუდა


სირიელი ლტოლვილების ბანაკი საბერძნეთის საზღვარზე
სირიელი ლტოლვილების ბანაკი საბერძნეთის საზღვარზე

სლოვენია, ხორვატია და სერბეთი იმ მიგრანტებს, რომლებიც თავშესაფარს საზღვრის გადაკვეთისას არ ითხოვენ, ქვეყანაში აღარ უშვებენ. ამ მოქმედებით, ეგრეთწოდებული, “ბალკანეთის მარშრუტი” ჩაიკეტება იმ მიგრანტების გადაადგილების აღსაკვეთად, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცდილობენ გადასვლას.

ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრას მოჰყვა, რომელზეც შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ შენგენის ზონის ქვეყნებს უფლება აქვთ ნებისმიერ ადამიანს უთხრან ქვეყანაში შეშვებაზე უარი, რომელიც შენგენის საზღვრის გადაკვეთისთანავე მასპინძელ ქვეყანაში თავშესაფარის მოთხოვნას არ აპირებს.

“როიტერსის” ინფორმაციით, მხოლოდ სლოვენიაში დღემდე 478 ათასი მიგრანტია შესული დასავლეთ ევროპისკენ გზის გასაგრძელებლად. აქედან სლოვენიის მთავრობას თავშესაფარი მხოლოდ 460 ლტოლვილმა სთხოვა.

XS
SM
MD
LG