ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნადია სავჩენკომ სითხის მიღება დაიწყო


ადვოკატის ნიკოლაი პოლოზოვის ცნობით, უკრაინელმა პილოტმა ნადია სავჩენკომ სითხეების მიღება დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ციხეში უკრაინელი პილოტი მშრალი შიმშილით აპროტესტებდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს. სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის რეგიონში განხორციელებული იერიშის დროს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა ედება ბრალად.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკლიპში სავჩენკოს პროცესს “ფარსი” უწოდა. სასამართლო რუსეთის სამხრეთით მდებარე დონის როსტოვის რეგიონში მიმდინარეობს. პროკურორები უკრაინელი პილოტისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG