ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიო ამერიკული ბაზის გადაყვანის პროცესს აჩერებს


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ გადაწყვიტა ოკინავის კუნძულიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გადაყვანის პროცესი შეეჩერებინა. დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის მხედველობაში იღებს სასამართლოს მიერ შეთავაზებულ წინადადებას სამუშაოების შეწყვეტის და ადგილობრივ მთავრობასთან მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

იაპონიის ფედერალურ მთავრობას და ოკინავის ადგილობრივ მმართველებს შორის დავა ამერიკული ბაზის სრულად გაყვანის თაობაზე წარმოიშვა. აქამდე მხოლოდ საზღვაო ფლოტის გაყვანა იგეგმებოდა, ადგილობრივი ხელისუფლება კი კუნძულიდან საჰაერო ბაზის გაყვანასაც ითხოვს.

XS
SM
MD
LG