იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების 70 წლისთავს აღნიშნავენ. შეერთებული შტატების მიერ ჰიროშიმას დაბომბვამ მაშინ მეორე მსოფლიო ომის დასრულება დააჩქარა. დაბომბვის ადგილთან ახლოს მდებარე მშვიდობის მემორიალურ პარკში დღეს სამგლოვიარო ზარები რეკავდა. ათობით ათასმა ადამიანმა დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.
ჰიროშიმას მერმა კაზუმი მაცუიმ ატომურ ბომბს „წმინდა წყლის ბოროტება“ უწოდა და მსოფლიოს ბირთვული განიარაღების პროცესის განახლებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ იაპონიას, როგორც ერთადერთ ქვეყანას დედამიწაზე, რომელმაც ატომური იერიში განიცადა, უნიკალური პასუხისმგებლობა აკისრია, რაც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაში მდგომარეობს.