ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ბაზრებზე შესამჩნევი გაუმჯობესებაა


დღეს იაპონური აქციები მკვეთრად გაიზარდა, რითაც გასულ კვირაში მომხდარი მასობრივი გაყიდვების შედეგების და 2015 წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის უარყოფითი შეფასებები ნაწილობრივ განეიტრალდა.

ნიკეის ინდექსი 7 პროცენტზე მეტად გაიზარდა და მის ისტორიაში, ერთი დღის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალ შედეგს მიაღწია, რაც გასული კვირის გაყიდვების შედეგად, მისი ღირებულების 11 პროცენტის დაკარგვის შემდეგ მოხდა. ინვესტორები აღფრთოვანებით შეხვდნენ სიახლეს იმის შესახებ, რომ იენი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, რაც იაპონურ ექსპორტს მსოფლიო ბაზარზე გააიაფებს.

XS
SM
MD
LG