ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირიკაშვილმა ჩეხეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო


პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პრემიერს ბოჰუსლავ სობოტკას შეხვდა. მათ საქართველო-ჩეხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გეგმებს. ჩეხეთის ლიდერი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში თბილისს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის გარდა, პრაღაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის შეხვედრები გაფართოებული ფორმატით გრძელდება.

XS
SM
MD
LG