ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკება პაკისტანში


პაკისტანი ოთხდღიან მოლაპარაკებას მასპინძლობს, რომლის მიზანი ავღანეთში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაა. მოლაპარაკებებში ავღანეთთან ერთად ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.

შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში, სარტაჯ აზიზმა გახსნა. მისი თქმით, გაერთიანების პროცესის მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან თალიბთა ჯგუფებიც მოვლენ და მათთან საუბარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობაზე უარის თქმის მიზნით გარკვეულ დათმობებთან დაკავშირებით გაიმართება.

XS
SM
MD
LG