ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საუდის არაბეთს არჩევანს სთავაზობს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი საუდის არაბეთს არჩევანს სთავაზობს. მისი თქმით, საუდის არაბეთი ან ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობაზე მზრუნველი კონსტრუქციული მოთამაშე უნდა გახდეს, ან კიდევ „დაეხმაროს რელიგიური სიძულვილის ხელშემწყობ ექსტრემისტებს“.

„ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ მასალაში ზარიფი საუდის არაბეთს ირანთან ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგ გამოსვლისთვის აკრიტიკებს. ის ასევე საუბრობს სამხედრო კამპანიაზე იემენში, სადაც ირანის დიპლომატიურ მისიაზე საჰაერო იერიში განხორციელდა.

საუდის არაბეთმა ერთი კვირის წინ განცხადება ირანთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტაზე გააკეთა. მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს.

XS
SM
MD
LG