ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ახალ სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს


ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი “საინტერვენციო” ზომა უპასუხოდ არ დარჩება. განცხადება ამერიკის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი ირანის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით, სანქციებს ამზადებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, ჰოსეინ ჯაბერ ანსარის თქმით, ამგვარი ქმედება “ცალმხრივი, საკამათო და უკანონო” იქნება.

სანქციების შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა “უოლ-სტრიტ ჯორნალში” დაიბეჭდა. მასალის მიხედვით, სანქცირებულთა სიაში 12 ადამიანი და კომპანია შევა, რომლებიც ირანში, ჰონგ-კონგში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოქმედებენ. “უოლ-სტრიტ ჯორნალი” ვარაუდობს, რომ ოფიციალური ინფორმაცია სანქციების შესახებ ერთი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG