ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის ტერაქტის მე-9 ეჭვმიტანილი დააკავეს


13 ნოემბრის პარიზის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი მე-9 ადამიანი ბელგიაში დააკავეს. პროკურატურამ განცხადება დღეს გააკეთა, რომლის მიხედვითაც ეჭვმიტანილი ბრიუსელში რამდენიმე დღით ადრე აიყვანეს, მაგრამ პოტენციური თანამზრახველები რომ არ დაეფრთხოთ, დაკავების ფაქტი აქამდე არ ხმაურდებოდა.

გამოძიება ფიქრობს, რომ დაპატიმრებულს სატელეფონო კავშირი ჰქონდა აბდელჰამიდ აბაუდისთან, რომელიც პარიზის ტერორისტული აქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. აბაუდი ბიძაშვილთან ერთად იერიშების განხორციელებიდან რამდენიმე დღეში, საფრანგეთის ქალაქ სანტ-დენისში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის დროს დაიღუპა. ბელგიაში დაპატიმრებული მე-9 ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ბელგიური მედია ფიქრობს, რომ ის სამშაბათს დააკავეს. ორშაბათს ბელგიაში პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით კიდევ 5 ადამიანი დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG