ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში სირიის თაობაზე მოლაპარაკება განახლდება


ამერიკელი, რუსი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიპლომატები სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, ხვალ ჟენევაში შეიკრიბებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი გატილოვის განცხადებით, შეხვედრაზე მოსკოვი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის გაზრდაზე გაამახვილებს ყურადღებას.

სირიაში აშშ და რუსეთი დამოუკიდებელ სამხედრო კამპანიებს აწარმოებენ და ამ დროისათვის მხარეები ვერ შეჯერდნენ საერთო სტრატეგიაზე.

XS
SM
MD
LG