ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეფე სალმანი თეთრ სახლში


საუდის არაბეთის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე ერაყის, იემენის, სირიის და ირანის პრობლემებს შეეხებიან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში დღეს საუდის არაბეთის მეფე სალმანს მასპინძლობს. ეს საუდის არაბეთის ლიდერის პირველი ვიზიტია შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე მან ყურადღება ერაყის, იემენის, სირიის და ირანის პრობლემებზე გაამახვილა.

ლიდერების მათი ბოლო შეხვედრა იანვარში საუდის არაბეთში გაიმართა. ვაშინგტონში დღეს საუბარი ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის აუცილებლობაზე შედგა. საუდის არაბეთი ირანისგან მომავალი პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG