ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოზარდმა თანაკლასელები დანით დაჭრა


პენსილვანიის შტატის პოლიცია აცხადებს, რომ დანით შეიარაღებულმა მოსწავლემ ქალაქ პიცბურგის ახლოს სკოლაში 19 თანაკლასელი და სკოლის ერთი თანამშრომელი დაჭრა.

სასწრაფო დახმარების სამსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ოთხი მოსწავლე კრიტიკულ მდგომარეობაშია და რამდენიმე მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აქვს.

პოლიციის ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ისინი საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან და მათი ასაკი 14-დან 17 წლამდე მერყეობს.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა.
XS
SM
MD
LG